პროექტის სახელწოდება: ,,უარი თამბაქოს“
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებისათვის
თამბაქოსადმი უარყოფითი დამოკიდებულების შექმნა.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეს უვითარდება
კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა, ასევე სოციალური, პრობლემების გადაჭრის, დასკვნების გამოტანის
უნარ-ჩვევები.
პროექტის მიზნები: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება თამბაქოს მავნებლობაზე ინფორმაციების მიწოდების
გზით.
მონაწილეთა ასაკი:
14-15წელი
პროექტის ხანგრძლივობა:
ათი დღე
მოსალოდნელი შედეგები:
თამბაქოს მავნებლობაზე
მიღებული ინფორმაციების შედეგად მოსწავლეები შეიცვლიან დამოკიდებულებას თამბაქოს მიმართ,
ასევე შეიცვლება მათი ქცევაც და მივიღებთ მწეველ მოსწავლეთა დაბალ პროცენტს.
რესურსები:
სახელმძღვანელო, ინტერნეტი,
საპრეზენტაციო მასალები, ადამიანური რესურსი [სოფლის ამბულატორიის ექიმი].
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.
ჯგუფებად დაყოფა და
დავალებების გადანაწილება.
აქტივობა 2. ინფორმაციების მოძიება თამბაქოს შესახებ-მისი წარმოშობა, მავნე
ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აქტივობა 3.
სტუმარი-ექიმი, რომელიც
მიაწვდის ინფორმაციას მოსწავლეებს თამბაქოს
მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების შესახებ.
აქტივობა 4. სპორტული ღონისძიება-მხიარული
სტარტები.
აქტივობა 5. ფილმის ჩვენება-დისკუსია.
აქტივობა 6. ნახატების
კონკურსი: „გამოხატე შენი დამოკიდებულება თამბაქოსადმი“.
აქტივობა 7. პროექტის პრეზენტაცია.
საგნებთან კავშირი:
ისტორია,
ბიოლოგია.
პროექტის ხელმძღვანელი:
მაია ცინცაძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
cincadzemaia9@gmail.com