Saturday, December 8, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ,,უარი თამბაქოს“



პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებისათვის თამბაქოსადმი უარყოფითი დამოკიდებულების შექმნა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეს უვითარდება კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა, ასევე სოციალური, პრობლემების გადაჭრის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები.

პროექტის  მიზნები: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება  თამბაქოს მავნებლობაზე ინფორმაციების მიწოდების გზით.

მონაწილეთა ასაკი: 14-15წელი

პროექტის ხანგრძლივობა: ათი დღე

მოსალოდნელი შედეგები: თამბაქოს მავნებლობაზე მიღებული ინფორმაციების შედეგად მოსწავლეები შეიცვლიან დამოკიდებულებას თამბაქოს მიმართ, ასევე შეიცვლება მათი ქცევაც და მივიღებთ მწეველ მოსწავლეთა დაბალ პროცენტს.

რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, საპრეზენტაციო მასალები, ადამიანური რესურსი [სოფლის ამბულატორიის ექიმი].

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილება.

აქტივობა  2. ინფორმაციების მოძიება თამბაქოს შესახებ-მისი წარმოშობა, მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
                      
აქტივობა 3. სტუმარი-ექიმი, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას  მოსწავლეებს თამბაქოს მოხმარების  შედეგად გამოწვეული დაავადებების შესახებ.  



აქტივობა 4. სპორტული ღონისძიება-მხიარული სტარტები.

 აქტივობა 5. ფილმის ჩვენება-დისკუსია.

აქტივობა 6. ნახატების კონკურსი: „გამოხატე შენი დამოკიდებულება თამბაქოსადმი“.

 აქტივობა 7. პროექტის პრეზენტაცია.

საგნებთან კავშირი: ისტორია, ბიოლოგია.

პროექტის ხელმძღვანელი: მაია ცინცაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: cincadzemaia9@gmail.com

No comments:

Post a Comment